Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: კონსტანტინე კანდელაკი


30 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ხელისუფლების ინიციატივაზე თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების შესახებ. კონსტანტინე კანდელაკმა განმარტა თვითმმართველობის რეფორმის, რეალური დეცენტრალიზაციის არსი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, მუნიციპალიტეტების გაყოფისა და ახალი თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბებით ვერ მოხერხდა მოქალაქეთა მეთი ჩართულობის მიღწევა, მუნიციპალურ სერვისევბზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების გაზრდა, რის გამოც "დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე". 29 მარტს გავრცელებული განცხადების ხელმომწერი 120 ორგანიზაციის წარმომადგენლები კი თვლიან,რომ "თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის". "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო მიხეილ ჩიტაძე, "გორის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, რომელიც ასევე აკრიტიკებს ხელისუფლების ინიციატივას, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს პროექტის სახე.

კონსტანტინე კანდელაკი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:09 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG