Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან მაღრაძე


ლევან მაღრაძე აგროდაზღვევის პროგრამის დეტალებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:38:37 0:00

22 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან მაღრაძე, აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი. ბოლო დღეების უხვი ნალექით გამოწვეული ზიანის შეფასებისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა 21 მაისს განაცხადა, რომ სახელმწიფო "არ და ვერ დაეხმარება" სტიქიით დაზარალებულ გლეხებს და დააზუსტა, რომ აგროდაზღვევის ინსტრუმენტის მოქმედების პირობებში ერთჯერადი დახმარების გაწევა ცალკეული გლეხებისთვის არასამართლიანი იქნება. აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და მისი მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებაა. აგროდაზღვევით შესაძლებელია შემდეგი რისკების დაფარვა: სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და ციტრუსების შემთხევაში - საშემოდგომო ყინვის. რაც შეეხება სხვა რისკებს, მაგალითად: საგაზაფხულო ყინვას, მავნებლებსა და მცენარის დაავადებებს, ეს რთულად სამართავი რისკებია და ჯერჯერობით მათი მოცვა არ ხდება. აგროდაზღვევის შემთხვევაში დღეს სახელმწიფო ფარავს პოლისის ფასის 70%-ს, 30%-ს კი დამზღვევი იხდის. ლევან მაღრაძე ამბობს, რომ საჭიროა მეტი მუშაობა მოსახლეობისთვის აგროდაზღვევის რაობისა და საჭიროების ასახსნელად. "დილის საუბრების" სტუმარი ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ კულტურის დამატება უკვე არსებულ სიაში. ლევან მაღრაძეს აქვს ინფორმაცია, რომ მარცვლეული კულტურების გრაფაში შვრია დაემატება. აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერის აზრით, აგროდაზღვევით მიღებული სარგებლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ყველაზე ეფექტიანი გზაა მოსახლეობისთვის პროგრამის არსის ახსნისთვის. რამდენიმე ასეთ შემთხვევას ის "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც ასახელებს.

ლევან მაღრაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:59 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG