Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ტატანაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ტატანაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:38:20 0:00

12 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ტატანაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი. მან ილაპარაკა ანგარიშზე - "საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება 2015". თამარ ტატანაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტარების მუშაობა შეფასდა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით - როგორც პარლამენტისა და კომიტეტების სხდომებზე დასწრება, ისე, მაგალითად: მაჟორიტარი დეპუტატების ურთიერთობა ამომრჩეველთან, დეპუტატების კავშირები ბიზნესთან, მათი არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა და ა.შ.. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა პარლამენტარების დასწრება სხდომებზე და საპატიოდ ჩათვლილი მიზეზი -"ოჯახური მდგომარეობა". "დილის საუბრების" სტუმარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუკი საქართველოს პარლამენტის წევრები არ შეასრულებენ ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას - არ გააკონტროლებენ მთავრობის მუშაობას, ზედმეტია ლაპარაკი სრულფასოვან საკანონმდებლო საქმიანობაზე. თამარ ტატანაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შესწავლილ პერიოდში ძალიან ხშირად კანონპროექტის ინიციატორი იყო აღმასრულებელი ხელისუფლება და ასევე ხშირად მთავრობის ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილებოდა, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესისა და შედეგის ხარისხზე.

თამარ ტატანაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:11 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG