Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ სანიკიძე "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე"


ზურაბ სანიკიძე "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:40:38 0:00

16 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ სანიკიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე", რომელიც 2015 წლის ივნისშია მიღებული და რომლის უდიდესი ნაწილიც 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. ზურაბ სანიკიძემ განმარტა კოდექსის მიზნები და მნიშვნელობა. მან გამოყო რამდენიმე პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ეს კოდექსი და მათ შორის უმთავრესი - არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა, ინდივიდუალური მიდგომა, პატიმრობის უკიდურეს ღონისძიებად გამოყენება და ა.შ.. ზურაბ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერ პირს, ვისაც კოდექსის აღსრულებისას პროფესიული შეხება ექნება არასრულწლოვანთან, უნდა იყოს სპეციალიზებული ამ ასაკობრივ ჯგუფთან ურთიერთობის საკითხებში.

XS
SM
MD
LG