Accessibility links

ზურაბ აბაშიძე: შესაძლოა, მალე გაიმართოს შეხვედრა საქართველო-რუსეთის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე


ნოემბრის ბოლოს, შესაძლოა, შვეიცარიაში გაიმართოს საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებულ საკითხებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ 16 ნოემბერს, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ.

2011 წლის 9 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებზე“. შეთანხმება მოჰყვა რთულ მოლაპარაკებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორგანიზაციაში რუსეთის მიღებაზე დადებული ვეტო გააუქმა იმ პირობით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გაივლის „სავაჭრო დერეფნები“ და მხარეები მიიწვევენ უცხოელ შუამავლებს სავაჭრო ტვირთების გასაკონტროლებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG