Accessibility links

თეთრი სახლის მრჩეველი: ირანთან ბირთვულ შეთანხმებას ვიღებთ, თუ თეირანიც მკაცრად დაიცავს მას


ქრისტოფერ ფორდი

აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა ბირთვულ საკითხებში, ქრისტოფერ ფორდმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან ბირთვულ შეთანხმებას შეასრულებს იმ პირობით, რომ თეირანიც მკაცრად დაიცავს მას. ქრისტოფერ ფორდმა, რომელიც ამავე დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მთავარი დირექტორია მასობრივი განადგურების იარაღის მოსპობის და გაუვრცელებლობის საკითხებში, 21 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია იღებს ამ შეთანხმებას მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ის. მისი თქმით, თეთრი სახლი შეისწავლის 2015 წლის შეთანხმებას, რომელიც ზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას მის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. შეთანხმება ეხება ასევე აშშ-ის ადრინდელი ადმინისტრაციების მიერ ბირთვული იარაღის შესახებ დადებულყველა შეთანხმებას. სანამ სხვა გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, აშშ დაიცავს ამ შეთანხმების პირობებს და მოელის, რომ თეირანი იმავეს გააკეთებს, თქვა ფორდმა. ბირთვულ სფეროში სხვა შეთანხმებები, რომლებზეც ფორდი ლაპარაკობდა, გულისხმობს 1968 წლის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას; ასევე ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების სფეროში თანამშრომლობას; ამასთან, ატომური განიარაღების და საყოველთაო და სრული განიარაღების მიღწევის ხელშეწყობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG