Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ცვლის "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკას


ეშ კარტერი
ეშ კარტერი

ამერიკის შეერთებული შტატები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და ამჯერად მისი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს. ამის შესახებ განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშ კარტერმა. მისი თქმით, ამერიკა თავს არიდებდა ასეთ ობიექტებზე დარტყმებს იმის გამო, რომ ამ დარგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დასაქმებული. პარიზის ტერაქტების შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა გადაწყვეტილება, რადგან ნავთობით მიღებულ მოგებას ტერორისტები ითვისებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG