Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანუელ ვალსი: „ისლამურმა სახელმწიფომ“ შეიძლება ქიმიური იარაღიც გამოიყენოს


მანუელ ვალსი
მანუელ ვალსი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა გააფრთხილა საზოგადოება, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული განცხადება ვალსმა პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს გააკეთა და დასძინა, რომ „არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინა კანონპროექტი, რაც საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გაგრძელებას ითვალისწინებს. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს 13 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც პარიზში მომხდარ ტერაქტებში 129 კაცი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG