Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 240-ს გადააჭარბა


იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო ინფორმაციით, 240-ს გადააჭარბა. დაშავებულია 368 ადამიანი. 4 300-ზე მეტი მაშველი, მძიმე ტექნიკის დახმარებით, მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა ნანგრევებში გადარჩენილებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა შორის ბევრი მცირეწლოვანია. მისივე ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მიწისძვრა გუშინ გამთენიისას მოხდა ცენტრალურ იტალიაში. ეპიცენტრი ქალაქ პერუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის შედეგად დაინგრა ეპიცენტრთან მდებარე ქალაქები და სოფლები. ქალაქი ამატრიჩე თითქმის მთლიანად განადგურებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG