Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო „ამორალურად“ მიიჩნევს უკრაინიდან სააკაშვილის მომხრეთა გაძევებას


იულია ტიმოშენკო
იულია ტიმოშენკო

„მე არ ვუჭერ მხარს უკანონო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ის, რაც მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ ხდება უკრაინაში, ეს რაღაცნაირი სიურრეალიზმია“, - აცხადებს უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. იგი ბრიუსელში „ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის პარალელურად გამართული „ევროპის სახალხო პარტიის“ შეკრებაზე იყო მიწვეული. იულია ტიმოშენკოს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსხურის თანამშრომელმა როსტისლავ ხოტინმა.

რადიო თავისუფლება: რა სახის პოლიტიკური თანამშრომლობა გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან? თქვენ ეხმარებოდით მას, როდესაც ცდილობდა პოლონეთიდან გადასულიყო უკრაინაში. პოლიტიკური პარტნიორები, პოლიტიკური თანამოაზრეები ხართ?

იულია ტიმოშენკო: „პირველ ყოვლისა, მე ვაფასებ იმ საქმეებს, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს. ვფიქრობ, რომ ისეთი გამოცდილების მქონე ხალხს, როგორიც სააკაშვილია, შეუძლია დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას, გადადგას საიმედო და მართებული ნაბიჯები და, უბრალოდ, თავიდან ააცილოს გარკვეული შეცდომები. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტები და მთავრობები უნდა თანამშრომლობდნენ ასეთ ადამიანებთან.

მე ასევე არ ვემხრობი გარკვეული უკანონო საშუალებებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ეს სწორი არ არის. მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა უკრაინაში იმდენადაა დამუხტული, რომ მას არ შეუძლია მშვიდად ადევნოს თვალი, რაც ქვეყანაში ხდება...

ამიტომ ვერ ვგებულობ, თუ როგორ შეიძლებოდა იმის დაშვებაც კი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად მოიწვიეს და ვისაც უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს, ასე უაპელაციოდ, ბოდიშის მოხდის გარეშე გაეძევებინათ უკრაინიდან მხოლოდ იმიტომ, რომ იგი აკრიტიკებდა ხელისუფლებას მის მიერ დაშვებული შეცდომებისათვის.

ჩემი აზრით, ეს იყო წითელ ხაზზე გადაბიჯება, პირველ ყოვლისა, უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან. და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე ჩვენ, მე და მიხეილ სააკაშვილი, ოპონენტები ვართ, - მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ საკითხებს განსხვავებულად ვაფასებთ და წარმოვადგენთ განსხვავებულ პოლიტიკურ გუნდებს, - მე ვიყავი საპარლამენტო პარტიის ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გადავედი პოლონეთში და მხარი დავუჭირე მას არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც ადამიანს, და ამით ხაზი გავუსვი იმას, რომ მთელი უკრაინა არ ფიქრობს ისე, როგორც დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება.

ხოლო თუ მიხეილ სააკაშვილს სურს უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნა და სურს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული მონაწილეობის მიღება, ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაუჭიროს მხარი და ვის - არა...

მე ასევე არ ვემხრობი გარკვეული უკანონო საშუალებებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ეს სწორი არ არის. მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა უკრაინაში იმდენადაა დამუხტული, რომ მას არ შეუძლია მშვიდად ადევნოს თვალი, რაც ქვეყანაში ხდება. მაგრამ დღეს, როდესაც სააკაშვილი უკრაინაშია და როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ იგი ნომერ პირველ მტრად აქცია, ეს უკვე რაღაც სიურრეალიზმს ჰგავს. მე არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქართველი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებს ასეთი უხეში მეთოდებით აძევებენ უკრაინიდან.

მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი თანამემამულე სახლიდან გავიდა ბავშვისათვის წამლის შესაძენად, როდესაც იგი მოიტაცეს, ხელები შეუკრეს და უკრაინიდან გააძევეს. აქ კი მას დარჩა მეუღლე და გოგონა, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. ფაქტობრივად, მათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაანგრიეს ოჯახი, რაც, ჩემი აზრით, არის ამორალური საქციელი, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაკიცხოს.

ხოლო თუ მიხეილ სააკაშვილს სურს უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნა და სურს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული მონაწილეობის მიღება, ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაუჭიროს მხარი და ვის - არა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა მოქალაქეობის ჩამორთმევა - მათ შორის იმ ქართველებისათვის, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ დონბასში, პრაქტიკულად რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სიცოცხლეს, დღეს კი გამოცხადებულნი არიან ხალხის მტრებად და გაძევებულნი არიან უკრაინიდან. ამას მე არ შევეგუები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG