Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის სიძე აცხადებს, რომ არ ჰქონია „უმართებულო“ შეხვედრა რუსეთის წარმომადგენლებთან


ჯარედ კუშნერი
ჯარედ კუშნერი

აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი, მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობის დროს არ უწარმოებია არავითარი ფარული მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და არ ჰქონია „უმართებლო შეხვედრა“ რუსეთის მოქალაქეებთან. კუშნერმა, რომელიც თეთრი სახლის მაღალი რანგის მრჩეველია, ამის შესახებ წერილობითი განცხადებით აცნობა აშშ-ის კონგრესის იმ კომიტეტებს, რომლებიც იკვლევენ 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევას. კუშნერი წერილში მიუთითებს, რომ მას მთლიანობაში შესაძლოა ოთხი კონტაქტი ჰქონდა რუსეთის წარმომადგენლებთან საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს და 8 ნოემბრის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG