Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის მინისტრი უარყოფს, რომ კონტაქტი ჰქონდა რუს ოფიციალურ პირებთან


აშშ-ის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი
აშშ-ის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი

აშშ-ის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშნსი, უარყოფს, რომ რუს ოფიციალურ პირებთან რაიმე სახის გასაიდუმლოებული კონტაქტები ჰქონდა და აცხადებს, რომ მისთვის არაფერია ცნობილი აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან დონალდ ტრამპის გუნდის წევრების გარიგების შესახებ. ეს განცხადებები სეშნსმა გააკეთა სენატის დაზვერვის კომიტეტში, სადაც საჯაროდ უპასუხა სენატორების შეკითხვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და რუსოფიციალურ პირებთან დონალდ ტრამპის გუნდის წევრების კავშირების თაობაზე. სეშნსმა „აღმაშფოთებელი და საზიზღარი ტყუილი“ უწოდა ვარაუდს, რომ შარშან საარჩევნო კამპანიის დროს შესაძლოა, გარიგებული ყოფილიყო რუს ოფიციალურ პირებთან.

„ნება მიბოძეთ, გარკვევით ვთქვა: არასოდეს შევხვედრივარ და არასოდეს მქონია საუბრები რუს, ან ნებისიმერ სხვა უცხოელ ოფიციალურ პირებთან, შეერთებული შტატების რომელიმე (საარჩევნო) კამპანიაში, ან არჩევნებში რაიმე სახის ჩარევის შესახებ. გარდა ამისა, ჩემთვის არაფერია ცნობილი ტრამპის (საარჩევნო) კამპანიასთან დაკავშირებული რომელიმე პირის ამ სახის საუბრებზე“, - განაცხადა სეშნსმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე. ამასთან, მან დაადასტურა, რომ ორჯერ შეხვდა აშშ-ში რუსეთის ელჩს და იქვე უარყო ცნობა მესამედ მასთან შეხვედრის შესახებ. სეშნსი მიეკუთვნება ტრამპის გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ რუს ოფიციალურ პირებთან. ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს აშშ--ის გამოძიების ფედერალური ბიურო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG