Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ტრიბუნალმა რადოვან კარაჯიჩის დამნაშავედ ცნო


რადოვან კარაჯიჩი
რადოვან კარაჯიჩი

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის სასამართლო კოლეგიამ ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტმოქმედებაში დამნაშავედ ცნო. 497-დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 24 მარტს გამოცხადებულ ვერდიქტში ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე მოქმედმა ჰააგის ტრიბუნალმა დადასტურებულად ჩათვალა კარაჯიჩის მიმართ წარდგენილი რამდენიმე ბრალდება, მათ შორის სრებრენიცის გენოციდი 1995 წელს. თუმცა, სასამართლომ გენოციდად არ ჩათვალა სამხედრო ალყის კამპანია, რის გამოც ბოსნიის ქალაქებიდან დიდი რაოდენობით ბოსნიელი მუსლიმანი და ეთნიკური ხორვატი გაიხიზნა. 70 წლის კარაჯიჩი თვლის, რომ ის არ უნდა დაისაჯოს. თუმცა აღიარებს მორალურ პასუხიმგებლობას, როგორც ბოსნიელი სერბების ლიდერი ომის პერიოდში. განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სასჯელის შესახებ. მოელიან, რომ კარაჯიჩს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG