Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პროფკავშირის ლიდერს პატიმრობა მიუსაჯეს


ყაზახეთის პროფკავშირის ლიდერს პატიმრობა მიუსაჯეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

ყაზახეთში სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა პროფკავშირების ლიდერს. ამინ ელეუსინოვს ბრალი ედება ხელისუფლების წარმომადგენლისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში. ელეუსინოვი იანვარში დააპატიმრეს, როცა ყაზახეთის ნავთობ-სამშენებლო კომპანიის მუშები გაიფიცნენ მათი პროფკავშირების დახურვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. გაფიცვა შეჩერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის უკანონოდ გამოაცხადა. „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ დაგმო ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების „განადგურება“. ყაზახეთის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული ნავთობითა და გაზით მიღებულ მოგებაზე და ნაკლებად უწევს ანგარიშს განსხვავებულ აზრს.

XS
SM
MD
LG