Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია


ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა, აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მას შვიდნახევარი წლით პატიმრობა სამნახევარი წლით პირობითი სასჯელით შეუცვალა. მის მიერ ციხეში გატარებულ 537 დღეს პრესის დამოუკიდებლობის მებრძოლი ორგანიზაციები და იურისტები პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრებას უკავშირებენ მის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და მისი ოჯახის წევრები კორუფციაში ამხილა. ხადიჯა ისმაილოვა ამბობს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას გააგრძელებს. მაისის დასაწყისში ის იუნესკოს გილერმო კანოს მსოფლიო მედიის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვეს. საერთაშორისო ორგანიზაცია, "ამნესტი ინთერნეიშენალმა" ხადიჯა ისმაილოვას სინდისის პატიმარი უწოდა. მის უფლებებს კი სასამართლოში ცნობილი ადვოკატი ამალ კლუნი იცავდა.

XS
SM
MD
LG