Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო განახლდება


ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა

აზერბაიჯანში დღეს უნდა განახლდეს გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესი, რომელზეც განსასჯელი საბოლოო სიტყვით უნდა წარდგეს. მას შემდეგ, რაც ისმაილოვას სიტყვას მოისმენს, მოსამართლეს შეუძლია მაშინვე გამოიტანოს განაჩენი, ან დანიშნოს ახალი სხდომა, რომელზეც გამოაცხადებენ ვერდიქტს. მიმდინარე თვეში სახელმწიფო პროკურორმა ისმაილოვასთვის ცხრა წლით მოითხოვა თავისუფლების აღკვეთა.

ხადიჯა ისმაილოვა რადიო თავისუფლებისთვის კორესპონდენტიც იყო, ის აზერბაიჯანის მთავრობის მაღალ ეშელონებში კორუფციას იძიებდა. მას ბრალად ედება გაფლანგვა, გადასახადებისთვის თავის არიდება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ისმაილოვა უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენს პოლიტიკურ შურისძიებას მისი საქმიანობის გამო.

26 აგვისტოს მოსამართლემ გადადო სხდომა, რომელზეც ისმაილოვას თავისი სიტყვა უნდა ეთქვა, რითიც დააკმაყოფილა განსასჯელის თხოვნა მისთვის მეტი დრო მიეცათ გამოსვლისმოსამზადებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG