კიევში ააფეთქეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი
კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, მაქსიმ შაპოვალი. ოფიციალური განცხადებით, მომხდარს განიხილავენ, როგორც ტერაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აფეთქების მსხვერპლი 1978 წელს იყო დაბადებული. პოლიცია აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა 8:16 საათზე მიიღეს შეტყობინება, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა სოლომიანსკის რაიონში, დაიღუპა მანქანაში მყოფი პირი და დაიჭრა ერთი გამვლელი. გაზეთ „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, შაპოვალი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს სპეცდანიშნულების ძალების სარდალი. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლა, რამდენჯერმე მოეწყო აფეთქებები კონფლიქტის ზონის მიღმა. ბოლო დიდი ინციდენტი 2016 წლის ივლისში მოხდა კიევში, როცა ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ჟურნალისტი პაველ შერემეტი. გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 ათასს აღემატება.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები
დაწერეთ კომენტარი