Accessibility links

პუტინმა ყირიმი სამხრეთის ფედერალურ ოლქს შეუერთა


ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, კრემლის მიერ ანექსირებული ყირიმის ფედერალური ოლქი 28 ივლისიდან სამხრეთის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევიდა.

გაერთიანებულ ოლქში ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა ვლადიმირ უსტინოვი, რომელიც 2008 წლიდან იყო პრეზიდენტის წარმომადგენელი სამხრეთის ფედერალურ ოლქში. კრემლმა ასეთი გაერთიანება რეგიონების წინაშე მდგარი „მსგავსი პრობლემებითა“ და „მართვის ეფექტიანობის ამაღლებით“ ახსნა.

ყირიმის ფედერალური ოლქი შეიქმნა 2014 წლის 21 მარტს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და რუსეთთან მისი უკანონოდ მიერთების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG