Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩაიშალა კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა


თბილისში ჩაიშალა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. ფილარმონიის დარბაზში იმყოფებოდნენ მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის წევრი ახალგაზრდები, რომლებიც სტვენით და შეძახილებით გამოთქვამდნენ პროტესტს ტყიბულში, 9 მაისს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 4 მეშახტის დაღუპვის გამო და მოითხოვდნენ შრომის ეფექტური ინსპექციის შექმნას. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს მისცა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, თუმცა, ვითარება ვერ განიმუხტა, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფასადური სოლიდარობა კომუნისტების მოგონილია და საქართველოში არასდროს იქნება ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი. ფილარმონიის დარბაზში იმყოფებოდა დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, სანდრო ბრეგაძეც, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის გამო. თბილისის ფილარმონიაში შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ პროვოკაციების გამო ვეღარ ხედავს განხილვის გაგრძელების აზრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG