Accessibility links

კოსოვო უეფას 55-ე წევრად მიიღეს


ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ, 55-ე წევრად მიიღო კოსოვო. ეს გადაწყდა ბუდაპეშტში უეფას კონგრესზე გამართული კენჭისყრის შედეგად, სერბიის წინააღმდეგობის მიუხედავად. სერბია არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. უეფას კონგრესზე 28 ქვეყანამ მხარი დაუჭირა უეფაში კოსოვოს მიღებას, 24 კი წინააღმდეგი იყო. ორმა თავი შეიკავა. კოსოვოს იმედი აქვს, რომ უეფაში გაწევრიანების შემდეგ მის საფეხბურთო ნაკრებს საშუალებას მისცემენ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი დაჩქარებული წესით გაიაროს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG