Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ადმინისტრაციამ კუბას სანქციები გაუმკაცრა


აშშ-ის საელჩო ჰავანაში
აშშ-ის საელჩო ჰავანაში

აშშ-ის მთავრობამ ახალი შეზღუდვები გამოაცხადა კუბისთვის, რაც წარმოადგენს ნაწილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირებისა, რომ შეასუსტებდა ჰავანასთან ურთიერთობების დათბობაზე ორიენტირებულ თავისი წინამორბედი პრეზიდენტის ნაბიჯებს.

კუბას ახალი სანქციები დაუწესდა

  • აშშ-ის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დაუწესა კუბას
  • აშშ-ის მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ კუბაში მოგზაურობა
  • დონალდ ტრამპმა ხელუხლებელი დატოვა ბევრი ცვლილება, რომლებიც ბარაკ ობამამ განახორციელა
    დონალდ ტრამპი
    დონალდ ტრამპი

ცვლილებები ძალაში ხუთშაბათს შევა და მიზნად ისახავს საშუალება არ მიეცეთ აშშ-ის სავაჭრო უწყებებსა და მოგზაურებს სარგებელი მოუტანონ ამ კომუნისტების მიერ მართული ქვეყნის სამხედრო, სადაზვერვო თუ უსაფრთხოების სტრუქტურებს, - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

გაფართოვდება კუბის ხელისუფლების იმ ოფიციალურ პირთა სია, რომლებსაც აკრძალული აქვთ გადარიცხვები; განისაზღვრება, ასევე, წესები, რომლებიც აკრძალავს კუბის აკრძალულ უწყებებში ექსპორტს.

თუმცა, სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ კვლავაც დაუშვებს კომერციულ გადარიცხვებს და სამოგზაურო გეგმების უმეტესობას მათგან, რომლებიც ამ ცვლილებების შემოღებამდე შემუშავდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის მოქალაქეებს კვლავაც ნებადართული ექნებათ კუბაში მოგზაურობა, თუმცა მათ საამისოდ აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია უნდა გამოიყენონ და თან ჯგუფის ამერიკელი წარმომადგენელი უნდა ახლდეთ.

კაცი უსმენს კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას. 2017 წლის სექტემბერი
კაცი უსმენს კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას. 2017 წლის სექტემბერი

ამ შეზღუდვების ფონია ტრამპის მიერ ივნისში გაცემული ბრძანება კუბას გამკაცრებოდა შეზღუდვები, თუმცა ტრამპმა ხელუხლებელი დატოვა ბევრი ცვლილება, რომლებიც წინა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოახდინა 2014 წელს, ცივი ომის მეტოქეებს შორის დიპლომატიურ გარღვევად მიჩნეული პროცესის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG