Accessibility links

ყირგიზეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა ბიშკეკის აეროპორტთან მდებარე დასახლებაში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. თურქეთის ACT Airlines-ის კუთვნილი სატვირთო „ბოინგ 747“ აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა ასაფრენი ზოლიდან კილომეტრნახევარში მდებარე სააგარაკე დასახლებაში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა 30-ზე მეტი სახლი. სატვირთო თვითმფრინავი ჰონკონგი-ბიშკეკი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძლიერმა ნისლმა გამოიწვია. ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
მეტი აჩვენე

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG