12 ივლისს თბილისში, რუსთაველის თეატრში, გაიმართა ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატთა დაჯილდოება. მეათე, საიუბილეო ცერემონიაზე ცნობილი გახდა მათი ვინაობა, ვინც ჟიურიმ 2011 წლის საუკეთესო ავტორებად თუ მთარგმნელებად დაასახელა. პრიზებთან ერთად, გამარჯვებულებს "თი ბი სი" ბანკმა ფულადი პრემიებიც გადასცა.
საიუბილეო "საბა"
11
ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის "თი ბი სი" ბანკის პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ "საბა" გადასცა მწერალ რეზო ჭეიშვილს.
12
"საბას" ლაურეატთა ერთი ჯგუფი.
13
ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიაზე რუსთაველის თეატრის დარბაზში ტევა არ იყო.
14
წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ჟიურიმ ლაურეატობა ერთბაშად ორ ავტორს მიანიჭა - ეკატერინე ტოგონიძესა (მარცხნივ) და სალომე ბენიძეს.
15
"საბას" პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე ნინო ქათამაძემაც იმღერა.