Accessibility links

ლონდონის ტერაქტის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, მოკლულია სამი თავდამსხმელი


3 ივნისს, საღამოს, ლონდონში, ლონდონის ხიდზე, თავდამსხმელებმა რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დააჯახეს ავტომანქანა და ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები ახლომდებარე ბარებსა და რესტორნებში. დაიღუპა შვიდი ადამიანი. პოლიციის ცნობით, მოკლულია სამი თავდამსხმელი.

ხელისუფლება თავდასხმას ტერაქტად აფასებს და აცხადებს, რომ არ არის ცნობილი, სამი მოკლული მამაკაცის გარდა მონაწილეობდნენ თუ არა მასში სხვებიც. ლონდონის საავადმყოფოებში დახმარების აღმოსაჩენად მიიყვანეს 48 ადამიანი. ლონდონის მერის, სადიყ ხანის თქმით, ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჯერჯერობით არცერთ ჯგუფს არ უკისრია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა.

პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ოფისის თანახმად, ის კონტაქტში იმყოფება ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მომხდარის შესახებ ეცნობა ასევე თეთრ სახლს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იცავენ მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც 8 ივნისს უნდა ჩატარდეს. შაბათს მომოხდარი ტერაქტის შემდეგ ყველა დიდმა პოლიტიკურმა პარტიამ შეწყვიტა საარჩევნო კამპანია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG