Accessibility links

ევროკავშირი განიხილავს 120 ათასი ლტოლვილის განაწილების საკითხს


ლტოლვილები, ხორვატია

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში შეეცდებიან შეთანხმდნენ 120 ათასი ლტოლვილის განაწილების საკითხზე.

ევროსაბჭოს წინადადებით, ევროპაში ახლად ჩასულთა განაწილება ევროპის ქვეყნებს შორის იძულებითი კვოტების სისტემით უნდა განხორციელდეს. ევროპაში ასიათასობით ლტოლვილის ჩასვლამ ევროკავშირში განხეთქილება გააჩინა.

ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი კვოტების წინააღმდეგია, გერმანია და საფრანგეთი კი - მომხრე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG