Accessibility links

მაიკ პენსი კიდევ ერთხელ მკაცრად აფრთხილებს ჩრდილოეთ კორეას


მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააფრთხილა ჩრდილოეთი კორეა, გამოცდას ნუ მოუწყობს შეერთებული შტატების „ნებისყოფას“. დღეს, თავისი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდ „რონალდ რეიგანზე“ სტუმრობისას, პენსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა ყველაზე დიდი საფრთხეა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისთვის. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ყოველმხრივ ეცდება, ფხენიანზე ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა მოახდინოს და რომ შეერთებული შტატები მუდამ „მშვიდობის მომხრე იქნება“. მაგრამ ამასთანავე, პენსის თქმით, იწურება ჩრდილოეთ კორეასთან „სტრატეგიული მოთმინების დრო“. ბოლო წლებში ფხენიანმა უწინდელზე უფრო ინტენსიური გახადა ბირთვული და სარაკეტო იარაღის გამოცდა გაეროს სანქციების მიუხედავად. ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, „წესიერად მოიქცეს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG