Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში პოლიტიკური კრიზისი გვარდება


მაკედონიაში პოლიტიკური კრიზისი გვარდება
please wait

No media source currently available

0:00 0:00:44 0:00

მაკედონიის ახალი პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი პრეზიდენტ ჯორჯე ივანოვს შეხვდა 1 ივნისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა წინა საღამოს დაამტკიცა ახალი კოალიციური მთავრობა. ორი ლიდერი მედიის წინაშე წარდგა მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრებთან ერთად. მთავრობის დამტკიცებამ ბოლო მოუღო ნახევარწლიან პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც დეკემბრის არჩევნებს მოჰყვა. წარსულში ოპოზიციის ლიდერი ზაევი ახლა უხელმძღვანელებს სამწევრიან კოალიციას სოციალ-დემოკრატებისა და ეთნიკური ალბანელების ორი პარტიის მონაწილეობით. სწორედ ასეთი შემადგენლობის კოალიციის შექმნის შესახებ წინადადებას მოჰყვა მაკედონიელი ნაციონალისტების გამოსვლები, რომლებიც რამდენიმე თვე გაგრძელდა და მიმართული იყო ალბანური ენის სტატუსის გაუმჯობესების გეგმის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG