Accessibility links

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კენჭისყრისას

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში. ამას მეტყველებს 18 ივნისს გამართული მეორე ტურის წინასწარი შედეგები. მაკრონის პარტიამ, „რესპუბლიკავ, წინ“, და მისმა მოკავშირეებმა 351 მანდატი მოიპოვეს 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში. თუმცა, მას 400 ადგილზე მეტს უწინასწარმეტყველებდნენ. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ფრანსუა ბარუენმა მაკრონს იღბალი უსურვა და თქვა, რომ მისი პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება პარლამენტში მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა ბლოკმა 126 მანდატით მეორე შედეგი მოიპოვა. მიუხედავად ამისა, 39 წლის მაკრონის მომხრეები მისი ახალგაზრდა პარტიის გამარჯვებას ზეიმობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG