Accessibility links

რატომ არის სუსტი პარტიების რეგიონული ორგანიზაციები


ავტორი: მათე მუმლაძე

საქართველოში დღეის მდგომარეობით 220 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული,თუმცა მათგან მხოლოდ 2 ათეული, თუ იქნება, ვინც აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობიან,უფრო მეტიც მათთან კავშირს ერიდებიან. შესაბამისად პარტიის წევრთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა და მსურველებიც ნაკლებია. დამოუკიდებლობიდან დღემდე პოლიტიკურმა პარტიებმა ბევრი დიდი და ძირეული ცვლილებები განიცადეს,თუმცაქართული პოლიტიკური პარტიული სისტემა, ისე როგორც მთელი საზოგადოება, ჯერ კიდევ შორს არის საბოლოო ჩამოყალიბებისგან.სამაგიეროდდანამდვილებით შეიძლება ითქვას,რომ ბოლო პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ამომრჩეველთა ქცევა გაცილებით რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისკენ იცვლება. მარტივი და მომხიბვლელი წინასაარჩევნო დაპირებებით რთული ხდება მათი კეთილგანწყობის მოპოვება. მსგავს საზოგადოებასთან მუშაობა უკვე დახვეწილი მეთოდების გამოყენებას მოითხოვს და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აუცილებლად მოუწევთ დიდი სამუშაოების ჩატარება რაიონებში, სადაც პარტიები და პარტიული პოლიტიკა შეიძლება ითქვას რომ არც არსებობს.

დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიები ძალზედ სუსტად არიან განვითარებული რეგიონებში და მხოლოდ არჩევნების პერიოდში შეინიშნება მათი აქტივობები პერიფერიებში,ინფორმაციას მოკლებული მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება მათ საქმეს უადვილდებდა, სწორედ ამით იყო მეტწილად განპირობებული მათი პოლიტიკაც,რომელიც ორიენტირებული იყო რამდენიმე კორდინატორზე,რომელთა რიცხვიც არჩევნების პერიოდში რამდენიმე ასეულით იზრდებოდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა რომ,ქართული დომინანტური პოლიტიკური პარტიის სისტემა ნელ-ნელა დიდი ცვლილების მოლოდინშია და სულ მალე მძლავრ ორპარტიულ პოლიტიკურ სისტემად უნდა გადაიქცეს, რამაც აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის გადახედვას და უნდა გამოაცოცხლოს რაიონული პარტიული ორგანიზაციები,რომლებიც არჩევნებამდე ღრმა ძილს არიან მიცემულნი.

საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებში,როგორც ადგილობრივი თვითმართველობის ისე საპარლამენტო არჩევნებში,წარმომადგენლობით ორგანოებში საკუთარი წევრები შეჰყავდათ იმ პარტიებს,რომლებიც წინა არჩევნების დროს დარეგისტრირებულებიც არ იყვნენ. აქედან გამომდინარე შგვიძლია ვიმსჯელოთ,რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ მყარ ძალას. საზოგადოების მხრიდან კონკრეტული პარტიებისადმი ერთგულების ხარისხი დაბალია. ეს გულისხმობს იმას,რომ ხალხის აზრით, პარტიებს არ შეუძლიათ საზოგადოების ინტერესების დაცვა.

დღეს პარტიები ცდილობენ მოიპოვონ მხარდამჭერები საზოგადოების ნებისმიერ ფენასა,თუ კლასში. თითქმის ყველა პარტია მიჰყვება მსგავსს სტრატეგიას. აქედან გამომდინარე საარჩევნო პროგრამები ძირითადად მსგავსი შინაარსისაა. როგორც ჩანს პარტიები ვერ რისკავენ ალტერნატიული ხედვების შეთავაზებას,ან უბრალოდ არ გააჩნიათ ისინი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით არცერთი პარტია არ ცდილობს ყურადღების გამახვილებას კონკრეტულ რეგიონებზე. წინასაარჩევნო დაპირებები თუ შეთავაზებები,ასევე მთავარი ლოზუნგები ყველა ქალაქსა თუ რაიონში პარტიებს მსგავსი აქვთ. იმის გათვალისწინებით,რომ დღეს ამომრჩეველთან ინფორმაციისა და ხედვების მიტანის მთავარი საშუალებები არის ცენტრალური ტელევიზიები და სოციალური ქსელები პარტიებს ძირითადი ინტელექტუალური ბირთვი წარმოდგენილი ჰყავთ ქვეყნის დედაქალაქში,ეს იმიტომ რომ ადგილობრივ დონეზე გამართულად არ მუშაობს ლოკალური მედიის საშუალებები,მთავარი ბრძოლები მიმდინარეობს ცენტრში და მოსახლეობის მიერ საარჩევნო ყუთებთან მიღებული გადაწყვეტილება მეტწილად სწორედ ცენტრიდან მომავალ პოლიტიკურ სიგნალებზეა დამოკიდებული. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ პარტიებს ადგილობრივი ორგანიზაციები არ სჭირდებათ ,,მშვიდობის“ დროს. ისინი არასაარჩევნო პერიოდში ზედმეტ ტვირთად და ხარჯად აწევს პარტიას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც,რომ ადგილობრივ პარტიული ორგანიზაციის ყველაზე მეტი წევრით ხასიათდება მმართელი პარტია და მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები დასაქმებულები არიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებსა,თუ ა(ა)იპ-ებში,მმართველი პარტიების რაიონულ რაზმებს საჯარო მოხელეები შეადგენენ. მათი საქმიანობა ავტომატურად დაკავშირებული ხდება პარტიულ საქმიანობასთან,ეს კი მომგებიანია მმართველი პარტიებისთვის.ხოლო რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს მათი კონტიგენტი რაიონებში დამოკიდებულია ცენტრიდან წამოსულ რესურსებზე. ადგილობრივი ოპოზიციური პარტიული ორგანიზაციები ცენტრის შესანახია,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. მათ არ გააჩნიათ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის შესაძლებლობა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ,რომ მოცემულ პოლიტიკურ სივრცესა და ვითარებაში პარტიებს არ უღირთ მათი რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერება,რადგან ამაში იხარჯება რესურსები,რომლის ადეკვატური შედეგის მოტანა ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ. ეს ნეგატიურად მოქმედებს,როგორც შიდა პარტიულ დემოკრატიის განვითარებაზე,ასევე პარტიების როლზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG