Accessibility links

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ": მედიის თავისუფლებას არასოდეს დამუქრებია ისეთი საფრთხე, როგორც ახლა


"მედიის თავისუფლების ინდექსის“ რუკა

ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" შეფასებით, მედიის თავისუფლებას მსოფლიოში არასოდეს დამუქრებია ისეთი დიდი საფრთხე, როგორც ახლა.

როგორც „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს, მედიას აღარ ზღუდავენ მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმები და დიქტატურები - მედიის თავისუფლება საფრთხეშია არაერთ ისეთ ქვეყანაშიც, რომელიც დემოკრატიული მოდელით მოქმედებს.

პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა მსოფლიოში 2017 წელს პრესის თავისუფლების ინდექსი, რომელშიც საქართველოს 64-ე ადგილი ერგო. პირველზეა ნორვეგია, ბოლოზე, ანუ 180-ზე ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს 148-ე ადგილი უკავია. საქართველოს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლების რეფორმების შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობის და თანამგზავრული მაუწყებლობის პლურალიზმის მხრივ.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს ასევე, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა იშვიათად ხდება, თუმცა ხშირია ცნობები მუქარის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG