Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი დაუშვებლად მიიჩნევს ყარაბაღის კონფლიქტის „ცხელ ფაზაში“ შესვლას


მთიანი ყარაბაღი
მთიანი ყარაბაღი

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად“ მიაჩნია, რომ „ცხელ ფაზაში“ არ შევიდეს მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანსა და სეპარატისტებს შორის დაპირისპირება.

მედვედევმა სომხეთში 7 აპრილს ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის გააგრძელოს შუამავლობა კონფლიქტის მოსაგვარებლად და იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაში დარჩება. მთიან ყარაბაღში 2 აპრილს განახლდა შეტაკებები აზერბაიჯანელ სამხედროებსა და სომხეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის. დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი. ეს შეტაკებები ითვლება ყველაზე მასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებად მას შემდეგ, რაც 1994 წლის ზავმა ბოლო მოუღო მთიანი ყარაბაღის გამო ომს. დაპირისპირებული მხარეები 5 აპრილს შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. მაგრამ 7 აპრილს ორივე მხარე ადანაშაულებდა ერთმანეთს ზავის დარღვევაში. ორივე მხარე აცხადებს თავის რიგებში ერთი ჯარისკაცის დაღუპვაზე. ამ ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაში რჩება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ბაქოს ეწვია და ყურადღება გაამახვილა მოსკოვის, როგორც კონფლიქტში შუამავლის როლზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG