Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილები სლოვენიაში ჩადიან


მიგრანტები საზღვარზე
მიგრანტები საზღვარზე

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელმა ლტოლვილებმა სლოვენიაში ჩასვლა დაიწყეს მას მერე, რაც უნგრეთმა წუხელ, შუა ღამისას, ხორვატიასთან თავისი საზღვარი დაკეტა. სლოვენიის პოლიციის თანახმად, დღეს დილით საზღვარს მიადგა ავტობუსი ლტოვილებით, რომლებიც რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინათ. სლოვენიამ შეაჩერა სარკინიგზო მიმოსვლა ხორვატიასთან, რათა შეამციროს ლტოლვილთა ნაკადი ბალკანეთიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებით.

გუშინ უნგრეთმა თავისი საზღვარი ხორვატიასთან დაკეტა და გამოაცხადა, რომ ორ სატრანზიტო ზონას ქმნის, სადაც მიგრანტებს შეეძლებათ თავშესაფრის მოთხოვნა. პარასკევს ევროკავშირის ლიდერებმა შეიმუშავეს წინასწარი სამოქმედო გეგმა, რომლითაც სურთ შეზღუდონ ევროპისკენ მიმავალ ლტოლვილთა ტალღა. გეგმა, სხვათა შორის, თურქეთისთვის, რომელმაც ორ-ნახევარი მილიონი მიგრანტი მიიღო,საფინანსო და სხვა დახმარების გაწევას გულისხმობს. ეს გეგმა გააკრიტიკა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლმა".

მიგრანტთა უმეტესობა, რომლებიც ევროპაში ჩამოდიან, სირიიდან, ავღანეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან არიან. ისინი ომს, ძალადობას და სიღარიბეს გაურბიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG