Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სირიიდან ლტოლვილებისათვის მილიარდ ევროს გამოყოფს


სირიელი ლტოლვილები, საბერძნეთი
სირიელი ლტოლვილები, საბერძნეთი

ევროკავშირის ლიდერები, ბრიუსელში ჩატარებულ საგანგებო სამიტზე შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში სირიიდან ლტოლვილებისათვის მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით.

დამატებითი დახმარება გამოიყოფა სირიის მეზობელი ქვეყნებისათვის, სადაც მილიონობით ადამიანმა შეაფარა თავი ქვეყანაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ. ევროკავშირის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირის გარე საზღვრების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

წელს ევროპაში ნახევარ მილიონამდე თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, ამაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოება გამოიწვია პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG