Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთე/რთ-ის ვიდეომასალები მილიარდზე მეტჯერ ნახეს სოციალურ ქსელებში


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნებული ვიდეოსიუჟეტები 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა.

რთე/რთ-ის შესახებ

  • რთე/რთ კერძო სამაუწყებლო კომპანიაა
  • კომპანიას აფინანსებს აშშ-ის კონგრესი
  • იგი დაარსდა 1950 წელს
  • ქართულმა რედაქციამ მუშაობა დაიწყო 1953 წ. 3 მარტს
  • რთე/რთ მაუწყებლობს 23 ენაზე
  • მისი აუდიტორია მოიცავს 20 ქვეყანას

ჩვენი ორგანიზაცია ამზადებს ვიდეომასალებს 23 ენაზე, რომლებიც განკუთვნილია 20 ქვეყნის მომხმარებლებისთვის. ნახვების რაოდენობით ლიდერთა შორის არიან ინტერნეტის მომხმარებლები რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, უზბეკეთში, ავღანეთსა და პაკისტანში. ვიდეომასალების გავრცელების მთავარი პლატფორმებია ფეისბუკი და იუტუბი.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მიერ წელს გადაღებული ვიდეოებიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 18 წლის ონელ ხელოვანზე, ზაურ გამყრელიძეზე მომზადებულმა სიუჟეტმა, რომელიც ფეისბუკზე 440 ათასამდე ადამიანმა ნახა. წარმატება ხვდა, აგრეთვე, ოჯახურ პორტრეტს მარტვილში გადასახლებულ ცოლ-ქმარზე (300 ათასამდე ნახვა), ბავშვთა სამყაროში მომხდარ ხანძარზე (200 ათასამდე) და სხვა.

პლასტილინით ნათქვამი

"ოდა", მარტვილი და ოკაცე - ერთი მიზანი ორისთვის

ხანძარი ბავშვთა სამყაროში

იუტუბზე პოპულარულ ვიდეოებს შორისაა: „რუსი ტურისტები საქართველოში“ (34,4 ათასი), „მარიას არჩევანი“ (25,6 ათასი), „რუსეთის ცოცვა საქართველოს რეგიონებში“ (25,2), „ფული მაგნიტებზე იგოეთში“ (20,6).

მარიას არჩევანი

რუსეთის „ცოცვა“ საქართველოს რეგიონებში

ფული მაგნიტებზე იგოეთში

სულ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ვიდეოების სტატისტიკა 2017 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე ასეთია: ფეისბუკზე 10,6 მილიონი, ხოლო იუტუბზე − 1,7 მილიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG