Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის შეთანხმებების შესრულების პირველი კვირა


პეტრო პოროშენკო (ფოტო: ©Shutterstock)
პეტრო პოროშენკო (ფოტო: ©Shutterstock)

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ განვლილი კვირა პირველი იყო, როცა დაიწყო დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმებების შესრულება. „დღეს პირველი კვირაა, როცა ფრონტზე არ ისროდნენ. პირველი კვირა, როცა დაიწყო მუშაობა მინსკის შეთანხმებებმა. დღეს აღარ იღუპებიან საბრძოლო შეტაკებებში, სროლის გამო“, განაცხადა პოროშენკომ. აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებებში ე.წ. „ნორმანდიის ფორმატის“ შესახებ საუბრისას პოროშენკომ აღნიშნა, რომ ეს ფორმატი ნიშნავს მძლავრ პროუკრაინულ კოალიციას მსოფლიო მასშტაბით და უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG