Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში რამზან კადიროვის მხარდამჭერთა ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა


ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მომხრეთა მიტინგში, რომელიც 22 იანვარს გაიმართა გროზნოში. დემონსტრანტების ერთ ნაწილს ხელში ეჭირა კადიროვისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი პლაკატები. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად ხელისუფლებამ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების ორგანიზება მოახდინა. მიტინგზე დაგმეს და „მოღალატეები“ უწოდეს კრემლის კრიტიკოს რუსეთის ოპოზიციის აქტივისტებს. გროზნოს მიტინგამდე 10 დღით ადრე რამზან კადიროვმა რუსეთის ოპოზიციას საჯაროდ უწოდა „ხალხის მტრები“. რუსეთის ოპოზიციურმა ჯგუფებმა, „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს კადიროვის ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG