Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბი-ბი-სი: საავიაციო თავდასხმისას მოკლეს ჯიჰადი ჯონი


მოჰამად ემვაზი, მეტსახელად "ჯიჰადი ჯონი".
მოჰამად ემვაზი, მეტსახელად "ჯიჰადი ჯონი".

„ბი-ბი-სი“ მაღალი რანგის ბრიტანელ სამხედროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა, „მაღალი ალბათობით“ მოკლა „ჯიჰადი ჯონის“ სახელით ცნობილი ბრიტანელი. თავდასხმა მოხდა სირიის ქალაქ რაკაში, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა" გამაგრებული. პენტაგონის თანახმად, 12 ნოემბერს მან იერიში მიიტანა ავტომანქანაზე, რომლითაც გადაჰყავდათ ისლამური სახელმწიფოს ნიღბიანი მებრძოლები, რომლებიც ნანახი ჰყავდათ დასავლელი მძევლებისთვის თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე. პენტაგონის თანახმად, კვლავ მოწმდება ამ იერიშის გარშემო ინფორმაცია, რათა დადგინდეს, მართლა არის მოკლული ბრიტანელი მებრძოლი, რომლის რეალური სახელია მოჰამად ემუაზი. ემუაზი ერთმა ყოფილმა მძევალმა დაახასიათა, როგორც სისხლის მსმელი ფსიქოპათი, რომელსაც მძევლებისთვის დამუქრება სიამოვნებდა და უამბობდა მათ, როგორ მოჰკვეთდა თავს. ადრე ლონდონელი საკომპიუტერო პროგრამისტი მშობლებთან ერთად ერაყიდან ბრიტანეთში ჩავიდა 1993 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG