მოლდავეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, გაიმარჯვა სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა. მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 13 ნოემბერს ჩატარებულ მეორე ტურში, დოდონს მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 52,29%-მა. ამომრჩეველთა ხმების 47,71% მიიღო „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ კანდიდატმა მაია სანდუმ, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდამჭერია.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1