Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში გააპროტესტეს საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები


კვირას მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში, პარლამენტის შენობასთან, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა გამოთქვეს კრიტიკა ქვეყნის საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების მისამართით. გეგმა ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი პროპორციული სისტემის შეცვლას შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით. 5 მაისს ცვლილებებს მხარი დაუჭირა მოლდავეთის პარლამენტმა, სადაც მმართველი დემოკრატიული პარტიაც და მისი მთავარი ოპონენტებიც - სოციალისტები - ცვლილებებს მიემხრნენ. კვირას გამართული საპროტესტო აქციის თაოსნები იყვნენ მომცრო პარტიები, რომელთა აზრით, დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ორი უმსხვილესი პოლიტიკური ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებას.

XS
SM
MD
LG