Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი საფრთხედ აღიქვამს რუმინეთში აშშ-ის ანტისარაკეტო ფარის ნაწილის განთავსებას


რუსეთის განცხადებით, რუმინეთი, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე სახელმწიფოა, საფრთხეს წარმოადგენს, რადგან თავის ტერიტორიაზე განათავსებს აშშ-ის ანტისარაკეტო ფარის ზოგიერთ ელემენტს. ამის შესახებ 9 თებერვალს, „ინტერფაქსის“ სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომელმა, ალექსანდრ ბოტსან-ხარჩენკომ .

აშშ-ის სამხედრო უწყების თქმით, 800 მილიონი დოლარის ღირებულების ანტისარაკეტო ფარი, რომელიც რუმინეთის ტერიტორიაზე შარშან მაისში განათავსეს, საჭიროა ირანიდან მომდინარე შესაძლო სარაკეტო თავდასხმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ვაშინგტონის განცხადებით, ეს ფარი საფრთხეს არ უქმნის რუსეთს.

ბოტსან-ხარჩენეკომ რუმინეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ანტირუსული რიტორიკის გამოყენებაში და თქვა, რომ მოსკოვმა მკაფიოდ მიუთითა ბუქარესტს, რომ უკმაყოფილოა მისი პოზიციით. მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლის ეს კომენტარები მოჰყვა ნატოს გადაწყვეტილებას, განათავსოს რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და მძიმე სამხედრო ტექნიკა პოლონეთში, ბალტიის ზღვის სახელმწიფოებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

აშშ-ისა და ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოქმედებები განპირობებულია ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების დამატებითი ზომების საჭიროებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG