Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში იმართება რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2016 წელს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2016 წელს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 10 მარტს მოსკოვში შეხვდება თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს. წინასწარი ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგშია საომარი კონფლიქტები სირიასა და ერაყში, ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ერდოანის ვიზიტს აფასებს, როგორც „ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზების პროცესს, გარკვეული კრიზისული მომენტების შემდეგ“. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფონია დაძაბულობა ანკარასა და მის ნატოელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის. ახლახან ერდოანმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება და „ნაციზმს“ შეადარა გერმანიის რამდენიმე ქალაქში თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგების ჩატარების მცდელობის აკრძალვა ბერლინის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგებში, რომლებიც მიზნად ისახავდნენ თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმის პოპულარიზებას ევროპაში, მონაწილეობა უნდა მიეღო თურქეთის რამდენიმე მინისტრსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG