Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“

თბილისში გაიმართა საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“. თამაშიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. საქველმოქმედო შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელებთან ერთად მონაწილეობდნენ ფრანჩესკო ტოტი, ანდრეი შევჩენკო, სებასტიან ფრეი, დიდა, პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, რივალდო, ლუკა ტონი და სხვები. მატჩი, რომელიც GFF XI-სა და World XI-ს შორის შედგა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 6:5. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში 403 214 ლარი გადაირიცხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG