Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუქარა ფეისბუკში სისხლის სამართლის დანაშაულია


მუქარა ფეისბუკში სისხლის სამართლის დანაშაულია
please wait

No media source currently available

0:00 0:02:50 0:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე. 16 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „ქართული მარშის“ აქციის რამდენიმე მონაწილის სახელით დაწერილი კომენტარები, რომლებშიც ისინი თათია დოლიძეს აგრესიული, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართავენ. თათია დოლიძე 14 ივლისს 9-პუნქტიანი პოსტით გამოეხმაურა აღმაშენებლის გამზირზე გამართული „ქართული მარშის“ იდეას და მას ქსენოფობიური და პრორუსული აქცია უწოდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ თათია დოლიძეს მათთვის არ მიუმართავს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქმეზე გამოძიება თავად შსს-ს ინიციატივით დაიწყო. გამოძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ქალთა მოძრაობამ ღია წერილით მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა, შსს-ს დაეწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც ეხება ქალის მიმართ გაუპატიურების შესაძლო მუქარას.

XS
SM
MD
LG