Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და რუსეთი ვარშავის სამიტის შემდეგ პირველ მოლაპარაკებას მართავენ


ნატო და რუსეთი გამართავენ პირველ მოლაპარაკებას მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ვარშავის სამიტზე შეთანხმდნენ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე უკრაინაში მოსკოვის აგრესიით გამოწვეული შეშფოთების გამო. 28-წევრიანი ნატოს და რუსეთის ელჩების შეხვედრა სულ მეორეა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინის კრიზისმა ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია. ნატო აცხადებს, რომ მოსკოვს შეატყობინებს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს პოლონეთში და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში ათას-ათასკაციანი ბატალიონების განთავსებას. ხოლო მოსკოვი ამბობს, რომ განიხილავს საფრთხეებს, რომლებიც უკავშირდება შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის ამოქმედებას. რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს ნატოს გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდაზე, ის ალიანსს აგრესიაში ადანაშაულებს და აფრთხილებს, რომ საპასუხოდ თვითონაც განათავსებს სამხედრო შენაერთებს თავის დასავლეთის საზღვრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG