Accessibility links

ნატო და რუსეთი საბჭოს პირველ სხდომას გამართავენ დაძაბულობის ფონზე


ნატოს წევრი ქვეყნებისა და რუსეთის ელჩები 30 მარტს ნატოს შტაბ-ბინაში იკრიბებიან 2017 წლის პირველ შეხვედრაზე, რომელზეც, ალიანსის ოფიციალური ინფორმაციით, ყურადღებას გაამახვილებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებულ ტერორისტულ საფრთხეებზე. ნატოსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, ნატოს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, საბჭოზე მიწვეული დიპლომატები იმსჯელებენ ასევე დასავლეთ რუსეთში სამი ახალი დივიზიონის განლაგებისა და ასევე ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატოს სარდლობით მოქმედი ოთხი საბრძოლო ბრიგადის ფორმირების თაობაზე. ამ ფონზე ალიანსის გენერალურმა დირექტორმა ნატოსა და რუსეთის ელჩების შეხვედრას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი „უფრო ღია და პროგნოზირებადი ურთიერთობის დასამყარებლად“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG