Accessibility links

პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატოს ოთხი ბატალიონი განლაგდება


იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსმა გადაწყვიტა ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის გაგზავნა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რაც აძლიერებს მათ თავდაცვა და აჩვენებს, რომ ნატო მზად არის „მოკავშირეების დასაცავად“.

სტოლტენბერგის თანახმად, ამ ქვეყნებში საბრძოლო ბატალიონები როტაციის პრინციპით განლაგდებიან და არა მუდმივი ბაზირების საფუძველზე. ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერით. ნატოს წარმომადგენელთა თქმით, იგეგმება 4000-კაციანი ქვედანაყოფის გაშლა. აშშ-მა, ბრიტანეთმა და გერმანიამ იკისრეს ვალდებულება იყვნენ ე.წ. „საბაზისო ქვეყნები“ ამ ბატალიონებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG