Accessibility links

ბრიუსელში შეხვედრას მართავენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რექს ტილერსონი (მარცხნივ) და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში შეხვედრას მართავენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მათი მსჯელობის თემებია სამხედრო ხარჯები და ტერორიზმთან ბრძოლა.

ასეთ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რომელმაც მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ თავიანთი წილი საერთო თავდაცვის საქმეში. ვაშინგტონს თავდაცვის არაპროპორციულ ხარჯი აწევს თავის 27 პარტნიორთან შედარებით, განუცხადა მან შეხვედრის მონაწილეებს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, განუცხადა ამერიკელმა მინისტრმა ევროპელ კოლეგებს, რომ მაისის სამიტზე მოხდეს შეთანხმება ამ საკითხზე: წლის ბოლოსთვის ყველა მოკავშირეს უნდა ჰქონდეს ამ პირობების შესრულების განრიგი ან ჩამოყალიბებული გეგმა, როგორ შესრულდეს ნაკისრი ვალდებულება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG