Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს პირველი სამხედრო წვრთნები პოლონეთში


ნატოს ჯარისკაცები პოლონეთში
ნატოს ჯარისკაცები პოლონეთში

ნატომ ჩაატარა პირველი სამხედრო წვრთნები პოლონეთში, ლიტვასთან მოსაზღვრე რეგიონში, რომელიც რუსეთის კუთვნილ კალინინგრადის ოლქსა და რუსეთისვე მოკავშირე ბელორუსიას შორის მდებარეობს.

ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე მანევრებს მიიჩნევს „ძლიერი გზავნილად“, რომ ნატო მზად არის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 17-18 ივნისის სამხედრო მანევრებში მონაწილეობდა 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და ხორვატიიდან.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ხედავენ მოსკოვის მხრიდან აგრესიის საფრთხეს. პოლონეთ-ლიტვის საზღვართან სამხედრო წვრთნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა, ბელორუსიამ და სერბიამ ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო მანევრები ბელორუსიაში, პოლონეთის საზღვრის მახლობლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG