Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი სარეკორდოდ დაეცა


ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 18 იანვარს სარეკორდოდ დაეცა. ერთი ბარელი ნავთობი 2003 წლის შემდეგ პირველად იყიდებოდა 28 დოლარზე იაფად. ეს უკავშირდება ირანის მიმართ სანქციების გაუქმებას და მისი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გამოტანას. თეირანი აპირებს, დღიურად ხუთასი ათასამდე ბარელი ნავთობი გაიტანოს ქვეყნიდან, რაც მსოფლიოში საწვავის მოჭარბებას გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG