Accessibility links

ნიუ-იორკში დააკავეს საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც მანჰეტენის პროკურორმა უწოდა „რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატი“. ამ ჯგუფში 15 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ბოროტმოქმედია. ნიუ-იორკის პოლიციის წარმომადგენელმა ჯეიმს ო' ნილმა კი აღნიშნა, რომ "კანონიერმა ქურდებმა" ქვეყნის მასშტაბით, ბრაიტონ ბიჩიდან ლას-ვეგასამდე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და ჩართულნი იყვნენ მოქრთამვაში, აზარტულ თამაშებში, მკვლელობებში. ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა რაჟდენ შულაიას უშუალო მითითებით და „კანონიერი ქურდი“ თავის სტატუსს იყენებდა დაბალი რგოლის დამნაშავეებს შორის დავების გადასაჭრელად. სპეცოპერაციისას 15 ქართველთან ერთად რუსული კრიმინალური სინდიკატის კიდევ 18 წევრი დააკავეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG